მნიშვნელოვანიპოლიტიკასაქართველოსიახლეები
შარლ მიშელი საქართველოში მეორედ ჩამოვიდა

ევროსაბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოში ჩამოვიდა. მან საქართველოში ჩამოსვლის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც პოლიტიკურმა მხარეებმა მის მიერ წარდგენილ 5 პუნქტიან დოკუმენტს ხელი მოაწერეს.
შარლ მიშელი პირველ შეხვედრას, საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან გამართავს, რის შემდეგაც ისინი ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ.
დაგეგმილია შარლ მიშელის პირისპირ შეხვედრა ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთანაც, რომლის დასრულების შემდეგაც, ის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს არჩილ თალაკვაძესა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს საკანონმდებლო ორგანოში შეხვდება.
შარლ მიშელი საქართველოს ხვალ დატოვებს.