მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

შარლ მიშელი საქართველოში კიდევ ერთხელ ჩამოდის

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოში ჩამოდის. ინფორმაციას ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ადასტურებს.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, ვიზიტის ფარგლებში ევროპული საბჭოს პრეზიდენტს მმართველი გუნდი მიაწვდის სრულ ინფორმაციას 5 ივლისს განვითარებულ მოვლენებსა და იმ რეაგირებასთან დაკავშირებით, რომელიც ხელისუფლებას ძალადობის ფაქტებზე აქვს.

„5 ივლისთან დაკავშირებით უშუალოდ შარლ მიშელსაც მივაწვდით სრულ ინფორმაციას, თუ რა რისკები იყო მოსალოდნელი, რა რისკები იყო გათვლილი, როგორ იმოქმედეს სამართალდამცავმა ორგანოებმა. მივაწვდით ინფორმაციას ყველაფერთან დაკავშირებით, მათ შორის იმაზე, თუ როგორი რეაქცია ჰქონდა სახელმწიფოს უკვე მას შემდეგ, რაც სამწუხაროდ ეს ძალადობა უკვე იყო ჩადენილი. საუბარია შემდგომ რეაგირებებზე, კონკრეტულ დაკავებებსა და გამოძიებებზე, რომელიც ახლაც მიმდინარეობს. ამაზე, შარლ მიშელსაც, ისევე როგორც სხვა პარტნიორებს, მივაწვდით სრულ ინფორმაციას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მიშელი საქართველოს 18 ან 19 ივლისს ეწვევა. ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი პირადად და აქტიურად იყო ჩართული საქართველოში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შექმნილი პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის მცდელობაში.

5 ივლისის მოვლენების შემდეგ კი ოპოზიციის ნაწილი კვლავ უარს ამბობს საპარლამენტო მუშაობაზე, მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ დაუშვა ჟურნალისტებზე სიძულვილის ჯგუფების მასობრივი ძალადობა და გარდაიცვალა ამ თავდასხმისას ერთ-ერთი დაშავებული, ლექსო ლაშქარავა.

მსგავსი პოსტები

Back to top button