კრიმინალიმსოფლიოსიახლეები

მორიგი შეიარაღებული თავდასხმა უკრაინაში

ხელყუმბარით შეირაღებულმა მამაკაცმა უკრაინაში პოლიციელი მძევლად აიყვანა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

„23 ივლისს, 09:05 საათზე, ქალაქ პოლტავაში, ადმინისტრაციული სასამართლოს შენობის გარეთ, სამართალდამცავები შეეცადნენ დაეკავებინათ პირი, რომელიც მანქანის ქურდობაში იყო ეჭვმიტანილი. დაკავების დროს თავდამსხმელმა ამოიღო ხელყუმბარა და მისი აფეთქებით დაიმუქრა. მას თან პოლიციელი ჰყავს.” – წერს უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ანტონ გერაშჩენკო სოციალურ ქსელ „ფეისბუქში.“

მინისტრის მოადგილის განმარტებით, მოლაპარაკებების შედეგად, თავდამსხმელმა მძევლად აყვანილი პოლიციელი ადგილობრივი მთავარი დეტექტივით, პოლიციის პოლკოვნიკ ვიტალი შიიანით ჩაანაცვლა.

ანტონ გერაშჩენკოს თქმით, გამტაცებელთან მოლაპარაკებები გრძელდება.

შეგახსენებთ, 21 ივლისს, ადგილობრივი დროით 09:25 საათზე ქალაქ ლუცკში, მოქალაქე მაქსიმ კრივოშმა ავტობუსი გაიტაცა, პოლიციაში თავად დარეკა და სამართალდამცველებს აცნობა, რომ მძევლები ჰყავდა აყვანილი. მძევლებს შორის ბავშვები და ორსულებიც იყვნენ. სამართალდამცველებმა გატაცებულ ავტობუსზე შტურმი განახორციელეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, გამტაცებელი დაკავებულია, მძევლები კი, ავტობუსიდან გამოიყვანეს. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ავტობუსში მძევლების აყვანის ფაქტს ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭა.

მსგავსი პოსტები

Back to top button