მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები
შარლ მიშელი საქართველოშია
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოშია.სტუმარს დახვდნენ საქართველოს ვიცე-პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი და სხვა ოფიციალური პირები.
შარლ მიშელი საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძესა და ოპოზიციურ პარტიებს შეხვდება.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი ოფიციალურ შეხვედრებს ხვალ გამართავს, ხოლო ქვეყანას 2 მარტს დატოვებს