მნიშვნელოვანი

„მოველით, რომ საბანკო სექტორი მართლაც გახდება ეკონომიკის ლოკომოტივი“ – მიხეილ დუნდუა

„მოველით იმას, რომ საბანკო სექტორი თანდათანობით მართლაც გახდება ეკონომიკის ლოკომოტივი მცირე და საშაულო მეწარმეობის განვითარების და მხარდაჭერის თვალსაზრისით“ – ამის შესახებ ეკონომისტმა მიხეილ დუნდუამ „სასტარტო კაპიტალით უზრუნველყოფის რეფორმის“ კომენტირებისას განაცხადა.

,,დღეს მართლაც სამასი კომპანია განსაზღვრავს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის მაჩვენებელს. ამ პროექტით, მცირე და საშუალო ბიზნესის წვლილი ეკონომიკურ ზრდაში გახდება 60 პროცენტი“, – განაცხადა მიხეილ დუნდუამ.

მისი ინფორმაციით, მცირე მეწარმე 50 პროცენტიან მხარდაჭერას კომერციული ბანკისგან მიიღებს, 45 პროცენტს საპარტნიორო ფონდისგან, თავად, 5 პროცენტიანი თანამონაწილეობა მოუწევს, ხოლო ბანკის წინაშე, გარანტორად სახელმწიფო ჩადგება.

მოიმინეთ მიხეილ დუნდუას ხმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button