“შარლიზ ტერონი შონ პენს გაექცა” [Photo/Video]

შარლის ტერონმა შონ პენი მიატოვა. წყვილმა ერთად მხოლოდ წელიწად-ნახევარი იცხოვრა.

მიტოვებული პენი ალკოჰოლურ სასმელებს ზომაზე მეტად მიეძალა და შეყვარებულს, გაუთავებელი სატელეფონო ზარებით, მოსვენებას არ აძლევს.

ვარსკვლავური წყვილი დაქორწინებას პატარძლის მშობლიურ ქალაქ იოჰანესბურგში აპირებდა. საქმროს, საცოლის 3 წლის აყვანილი ვაჟი ჯექსონი უნდა ეშვილა. ქორწილი 7 აგვისტოს იყო დაგეგმილი, როცა ტერონს 40 წელი შეუსრულდება. 17 აგვისტოს კი პენის 55 წლის იუბილეა. მაგრამ ახლა, პატარძალს ყოფილი საქმროს დანახვაც არ სურს, – გვატყობინებს გამომცემლობა Radar Online.

წყვილი კომენტარისგან თავს იკავებს, ამიტომ მასმედია მათ მეგობრებს უტევს. მსახიობების ახლო გარემოცვიდან ცნობილია, რომ გაყრის მიზეზი სამსახური გახდა. ტერონმა პენი ერთობლივი ფილმის – „The Last Face“ გადაღების შემდეგ მიატოვა. პენი სურათის რეჟისორია, მთავრი როლი კი მისმა საცოლემ შეასრულა.

„შონი, როლის შესრულების ხარისხის საკითხებში, გადასაღებ მოედანზე ძალიან შარიანია. ის ნამდვილი ტირანი აღმოჩნდა და გადაჭარბებული მოთხოვნებით შარლიზს სული ამოხადა. შემოქმედებითი კონფლიქტი ოჯახშიც გრძელდებოდა“, – ყვებიან მსახიობების მეგობრები.

გამოცემა „US Weekly“-ის ინფორმაციით, 54 წლის პენმა ერთ-ერთ ჩრდილო-აფრიკელ მსახიობ ქალთან რომანი გააბა, რაც ტერონთან დაშორების მიზეზი გახდა.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”11268″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]

შარლიზ ტერონი და შონ პენი ჩრდიელოეთ აფრიკაში აღნიშნული ფილმის გადაღების პერიოდში

მსგავსი პოსტები

Back to top button