მნიშვნელოვანისიახლეები

შატილის გზაზე ავარიაში გადარჩენილების მდგომარეობა გაუმჯობესდა

შატილის გზაზე, სოფელ ბისოსთან 23 აგვისტოს მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაში დაშავებული მგზავრის მდგომარეობა გაუმჯობესდა, თუმცა, პაციენტები კვლავ მართვით სურთქვაზე რჩებიან.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის თქმით, პაციენტების მდგომარეობაში გუშინდელთან შედარებით დადებითი დინამიკა აღინიშნება. ორ მათგანთან წნევა გახდა სტაბილური, ანუ, შოკის კლინიკა მოიხსნა.

კლინიკურ ლაბორატორიული მდგომარეობით და ასევე, ობიექტური მონაცემებით, პაციენტების მდგომარეობა ამ ეტაპზე დადებითია“, – განაცხადა რატიანმა.

რატიანის თქმით, კლინიკაში შეყვანის მომენტში პაციენტების მდგომარეობა კრიტიკული იყო, ამჟამად კი მათი მდგომარეობა გაუმჯობესებულია.

ამ ეტაპზე მოხსნილია მწვავე რესპირატორული დისტრესის სინდრომის დიაგნოზი. ორ მათგანთან მოხსნილია ტრავმულგემორაგიული შოკის დიაგნოზი. ნევროლოგიური სტატუსი გაუმჯობესებულია. იმედია, ასეთი დადებითი კლინიკით გაგრძელდება მათი გამოჯანმრთელება“, – განაცხადა რატიანმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button