მნიშვნელოვანირეგიონი

ოპოზიციის შეფასებით თელავში არჩევნების შედეგები გაყალბებულია

ერთიანი ნაციონალური  მოძრაობისა და პარტია “ლელოს” წარმომადგენლებმა  2 ოქტომბრის არჩევნების შემაჯამებელ ოქმში განსხვავებული აზრი დააფიქსირეს. მათი მტკიცებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები დარღვევებით წარიმართა და შედეგები გაყალბებულია.

შემაჯამებელი სხდომა თელავის 17- ე საოლქო საარჩევნო კომისიაში დღეს ჩატარდა. კომისიის თავმჯდომარემ, დანარჩენ  წევრებს  შემაჯამებელი ოქმების მონაცემები გააცნო. ოქმის თანახმად, 26 პროპორციული სიით და 13 მაჟორიტარული სისტემით არჩეული დეპუტატი გამოვლინდა.

თელავის საკრებულოში “ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო” 22 დეპუტატით, 13 დეპუტატით “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, ხოლო გიორგი გახარიას პარტია ,,საქართველოსთვის” ერთი დეპუტატით იქნება წარმოდგენილი.

რაც შეეხება თელავის მერობის კანდიდატებს, პირველივე ტურში გამარჯვებისათვის აუცილებელი  50 პროცენტიანი ბარიერი ვერცერთმა გადალახა.

შემაჯამებელ ოქმს ხელი კომისიის ჩვიდმეტივე  წევრმა მოაწერა.

მონაცენები ცენტრალური საარჩევნო კომისიის საიტზე დღესვე აიტვირთება, მერის თანამდებობის მოსაპოვებლად არჩევნების მეორე ტური, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა” და “ქართული ოცნების” კანდიდატებს შორის, 30 ოქტომბერს ჩატარდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button