ჯეიმს კობი ნობელის პრემიის ლაურეატთა სიაში არ იძებნება

ამერიკიდან მოწვეული ექიმი, რომელიც საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას სწავლობს, ნობელის ოფიციალურ გვერდზე ნომინირებულ სიაში არ იძებნება.
ჩვენ გადავამოწმეთ და აღმოჩნდა, რომ ნობელის პრემია 1997 წელს კამპანია ICBI – ის მიენიჭა, რომლიც წარდგენილი იყო რამოდენიმე კაცისგან შემდგარი ჯგუფისგან. ერთ-ერთი წევრი კი ჯეიმს კობი იყო.
1997 წელს მშვიდობის პრემია მიიღო ჯოდი უილსონმა და მისმა დაარსებულმა ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების აკრძალვის კამპანიამ, ერთ-ერთი საქმიანობა ამ კამპანიის იყო ორთოპედიული მომსახურება. ნაღმებზე აფეთქებულთათვის.
სადაც დოქტორი ჯეიმსი როგორც ორთოპედი-ქირურგი იყო ჩართული.
მან მიიღო დოქტორის ხარისხი ჯონს ჰოპკინსის სამედიცინო სკოლისგან და მისი MPH ჰიგიენისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სკოლაში, რომელიც ფოკუსირებულია საერთაშორისო ჯანმრთელობაზე.
დოქტორი კობი არის სერთიფიცირებული ორთოპედი ქირურგი დამოუკიდებელ პრაქტიკაში, რომელიც სპეციალიზირებულია ძირითადი ტრავმების, ხერხემლის რეკონსტრუქციისა და სახსრის ტოტალური ჩანაცვლებაში. იგი ოცი წლის განმავლობაში იყო გალოდეტის უნივერსიტეტის (სმენადაქვეითებულთა სკოლა) გუნდის ექიმი და არის ინსტრუქტორი საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და კატასტროფების დახმარების შესახებ წითელი ჯვრისთვის. მას აქვს ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის ორთოპედიის პროფესორის წოდება და ჯონ ჰოპკინსის ბლუმბერგის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლაში უფროსი ასოცირებული პროფესორის. ის იყო მოწვეული ლექტორი იელის უნივერსიტეტში, ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტში და სხვა სამედიცინო სკოლებში.
ასევე მიღებული აქვს გამორჩეული კურსდამთავრებულის ჯილდო ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტისგან 2001 წელს და 2002 წელს ფრენკ ანუნციოს ჯილდო კრისტოფერ კოლუმბის ფონდისგან. ის არის სკოლის კურსდამთავრებულთა საზოგადოების პრეზიდენტი და დეკანის კურსდამთავრებულთა მრჩეველთა საბჭოს წევრი.
1992 წელს დოქტორმა კობიმ მოიგო ჩარლზ რ. დრიუს ჯილდო ამერიკული წითელი ჯვრისგან. 1998 წლის ივნისში კი მას მიენიჭა ამერიკის წითელი ჯვრის საერთაშორისო ჰუმანიტარული სამსახურის ჯილდო. არის მრავალი სტატიის ავტორი ორთოპედიისა და საერთაშორისო რელიეფის შესახებ.