მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

შატილის გზაზე გარდაცვლილებიდან ერთ-ერთი მატნელი გოგონაა

შატილის გზაზე, სოფელ ბისოსთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი ერთ-ერთი ახალგაზრდა, წარმოშობით ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატნიდანაა.

22 წლის ხატია ზაალიშვილი ამჟამად თბილისში, დედასთან და მცირეწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობდა.
ახლობლების ინფორმაციით, შავი ზღვის უნივერსიტეტში გოგონას ჩარიცხვის შემდეგ ოჯახი საცხოვრებლად თბილისში გადავიდა.

„აქ დაიბადა და გაიზარდა.სტუდენტი რომ გახდა, თბილისში გადავიდნენ. მამა რამდენიმე წელია ისრაელშია წასული. ქმარიც აქაური ჰყავდა. მცირეწლოვანი ბავშვი დარჩა. ჩემი ინფორმაციით, ერთ-ერთ ტურისტულ სააგენტოშიც მუშაობდა. შატილიდან ფოტოებს დებდა“, – განაცხადა ოჯახის ახლობელმა.
სოფელ მატანში, ზაალიშვილების საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი გოგონას ბებია და პაპა ცხოვრობენ.

23 აგვისტოს, შატილის გზაზე, სოფელ ბისოსთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 17 ადამიანი გარდაიცვალა, 3 მგზავრი კი მძიმედ დაშავდა. 

 

მსგავსი პოსტები

Back to top button