შაუმიანის მე-8 საარჩევნო უბანზე პოლიციაა მობილიზებული

მარნეულში შაუმიანის მე-8 საარჩევნო უბანზე, კიდევ ერთი სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

ერთმანეთს ადგილზე მომუშავე საარჩევნო უბნის თავმჯდომარე და დამკვირვებელი დაუპირისპირდნენ. ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი ნანა მინასიანი აცხადებს, რომ მას მუშაობის საშუალებას არ აძლევენ.
მინასიანი განმარტავს, რომ მას ფიზიკური შეურაცხყოფა ,იმ დროს მიაყენეს, როდესაც საარჩევნო უბნის თავმჯდომარე ქართული ოცნების სასარგებლოდ აგიტაციას ეწეოდა, რასაც იგი ტელეფონის საშუალებით იღებდა. მინასიანის თქმით, მას საარჩევნო უბნის თავმჯდომარემ ხელი დაარტყა.

„თავმჯდომარე ტოვებს უბანს. დაახლოებით, 15-20 წუთის განმავლობაში ის უბანზე არ ჩნდება. მერე შემოდის, თან მოყვებიან ადამიანები, რომლებსაც სომხურ ენაზე მეუბნება, როგორო უნდა შემოხაზოს 41, როგორ არ უნდა მაჩვენონ პირადობა. სამწუხაროდ, ვერ მოხვდნენ, რომ ვარ სომეხი ეროვნებით და ვფლობ სომხურ ენას. მე ეს ფაქტი დავაფიქსირე ის შეეცადა, ჩემი მობილური წაერთმია, რაც ვერ მოახერხა და მომაყენა ფიზიკური შეურაცხოფა. ხელი დამარტყა,“ – განაცხადა ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა ნანა მინასიანმა.

საპირისპიროს ამბობენ მე-8 საარჩევნო უბანზე მომუშავე სახვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები.ისინი უარყოფენ მინასიანის ბრალდებებს და ამბობენ, რომ სწორედ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი უშლის ხელს საარჩევნო პროცესს.
შაუმიანის მე-8 საარჩევნო უბანზე ამ დროისთვის პოლიციაა გამოძახებული და საქმის მოკვლევას ატარებენ.
ასევე, ადგილზე მივიდნენ ეუთო-ს დამკვირვებლები, რომლებიც სოფელ შაუმიანში მიმდინარე საარჩევნო პროცესს შეისწავლიან.

მსგავსი პოსტები

Back to top button