სპორტი

შავდათუაშვილი და მარგველაშვილი სკანდალში გაეხვნენ. ისინი ტოკიოს ანძასთან დააფიქსირეს

ქართველი ძიუდოისტები, ლაშა შავდათუაშვილი და ვაჟა მარგველაშვილი ტოკიოს სატელევიზიო ანძასთან დააფიქსირეს და თვითმხილველებმა ფოტოები სოციალურ ქსელში გაავრცელეს.

ოლიმპიური ვერცხლის მფლობელებმა ტურნირზე მოქმედი კოვიდ რეგულაციები დაარღვიეს. იაპონიაში დაწესებული შეზღუდვების თანახმად, ტოკიოს ოლიმპიური თამაშების მონაწილეებს ოლიმპიური სოფლიდან გასვლა ეკრძალებათ.

ქართველი სპორტსმენების ქმედებას იაპონელ ინტერნეტმომხმარებლებისგან მძაფრი კრიტიკა მოჰყვა.

ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის წევრებმა ბრიფინგის დროს, აღნიშნეს, რომ სპორტსმენებისა თუ დელეგაციის სხვა წევრების მხრიდან დარღვევის თითოეულ ფაქტს ყურადღებით სწავლობენ და იძიებენ.
27 წლის ვაჟა მარგველაშვილმა (-66 კგ) და 29 წლის ლაშა შავდათუაშვილმა (-73) თამაშებზე მხოლოდ ფინალური შეხვედრები დათმეს და ვერცხლის მედლები მოიპოვეს. იაპონიის ტერიტორიაზე პანდემიის გამო საგანგებო მდგომარეობა 12 ივლისიდან მოქმედებს.
თი

მსგავსი პოსტები

Back to top button