მნიშვნელოვანისპორტი

შავდათუაშვილის შანსი. მედალი გარანტირებულია

რადიო ჰერეთი თვალს ადევნებს ტოკიოს ოლიმპიადაზე ქართველი სპორტსმენების გამოსვლას და ეტაპობრივად მოგაწვდით ინფორმაციებს.

სულ რამდენიმე წუთის წინ ტატამზე ძიოუდოისტი ნახევარფინალისტები გამოვიდნენ, სადაც ლაშა შავდათუაშვილი სამხრეთ კორეელ ჩანგრიმ ანს დაუპირისპირდა.

ბრძოლა საკმაოდ დაძაბულად, გარდამავალი უპირატესობებით წარიმართა, თუმცა მეტი აქტიურობით ქართველი გამოირჩეოდა, რაც შედეგზეც აისახა.

შეხვედრა 9 წუთს გაგრძელდა. ლაშას მეტოქეს მსაჯმა 3 გაფრთხილება მისცა, რაც იმას ნიშნავდა, რომ შავდათუაშვილი ფინალში გავიდა.

დღეს ეთერ ლიპარტელიანიც გავიდა საბრძოლველად, თუმცა ზედიზედ ორი მოგებული შეხვედრის შემდეგ 1/4-ფინალში დაძაბულ ბრძოლაში წააგო და რეპეშაჟში გადაინაცვლა.აქ კი პოლონელ იულია კოვალჩიკს მოუგო და ბრინჯაოს მედლისთვის გავა ტატამიზე.

მსგავსი პოსტები

Back to top button