რეგიონი

„შეჩერდეს ტერმინალის მშენებლობა“, „ შეჩერდეს ტრაილერების მოძრაობა“-აქცია ფოთში

„შეჩერდეს ტერმინალის მშენებლობა“, „ შეჩერდეს ტრაილერების მოძრაობა“- ამ სლოგანით ფოთში, ნაბადის უბანში, სამეგრელოს ქუჩის მცხოვრებლები მე-20 დღეა მულტიმოდალური ტერმინალის მშენებლობასა და ტარილერების გაადაგილებას აპროტესტებენ.

ტერმინალი მოსახლეობასთან ახლოს შენდება, რაც ხმაურს იწვევს და ადგილობრივებს ცხოვრება გაუსძლის პირობებში უწევთ. შეკრებილების განცხადებით, აღნიშნულ ტერმინალზე სახიფათო ნარჩენების გადამუშავება განხორციელდება, რაც მათ ჯანმრთელობას საფრთხეს შეუქმნის. მათივე თქმით, მშენებელ კომპანიას არა აქვს შესაბამისი დოკუმენტები. როგორც ისინი ამბობენ, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, შესაბამის უწყებებს მიმართეს, თუმცა უშედეგოდ.
აქციის მონაწილეებმა ამ დღეების განმავლობაში არაერთხელ გადაკეტეს საავტომობილო გზა. ისინი გზის გადაკეტვას დღესაც ცდილობნენ, თუმცა ამის უფლება ადგილზე მობილიზებულმა პოლიციამ არ მისცა.

„ მე-20 დღეა ვაპროტესტებთ ტერმინაის მშენებლობას. ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი სახლები , ჩვენი კარ-მიდამო. ასეთი გაუსაძლისი პირობა არსად არ გვინახია. მოგვხედონ და სათანადო ღონისძიებები გაატარონ.ჩვენ არ გავჩერდებით. შეჩერდეს ტარილერების მოძრაობა და ტერმინალის მშენებლობა,“- განაცხდა აქციის მონაწილე ნაირა მალანიამ.

მოსახლეობა მშენებლობისა დაუყოვნებლივ შეწყვეტასა და ტრაილერების გადაადგილების შეჩერებას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში, პერმანენტული საპროტესტო აქციებით იმუქრებიან.

მსგავსი პოსტები

Back to top button