მნიშვნელოვანიპოლიტიკასაქართველოსიახლეები

შეჩერებული პროტესტი და დაანონსებული „ტოტალური წინააღდმეგობის მოძრაობა“

სტრატეგია აღმაშენებელი “ტოტალური წინააღმდეგობის მოძრაობის” დაწყებას აანონსებს. პარტიის ლიდერი, გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ თუ მარტის ბოლომდე ხელისუფლებასთან შეთანხმება არ შედგება, პროტესტის ახალი ტალღა დაიწყება.

“ახლა დამოკიდებულია ყველაფერი ქართულ ოცნებაზე, რომელიც წელავს მოლაპარაკებებს და ამას მიზანმიმართულად აკეთებს, რომ ხვალ და ზეგ გვითხრას, რომ რაღაც რეფორმები ვერ ესწრება, რაღაც ახალ სიტუაციას ელოდება, რაღაც უნდა კიდევ მოიმოქმედოს, რომ როგორმე, შეთანხმებამდე არ მივიდეს ეს პროცესი. მე მათ ვაფრთხილებ, რომ თუ ისინი ჩაშლიან მოლაპარაკებებს, ჩვენ ვიქნებით ტოტალური წინააღმდეგობის მოძრაობის ავანგარდში, რომელსაც დავიწყებთ მთელი საქართველოს მასშტაბით.
იცით, რომ 20 მარტამდე შეჩერებული ყველა პროტესტი, იმისათვის, რომ არ მივცეთ ქართულ ოცნებას შესაძლებლობა, ხელზე რაღაც ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან და ხელი შეუშალოს მოლაპარაკებებს, მაგრამ თუ მოლაპარაკებები არ შედგა, რაც მაქსიმუმ მარტის ბოლომდე უნდა შედგეს, ჩვენ ხშირად გვქონდა უფრო კომპრომისული პოზიციები, მაგრამ ვიქნებით ტოტალური წინააღმდეგობის მოძრაობის ავანგარდში”, – განაცხადა ვაშაძემ.

შეგახსენებთ, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ოპოზიციის დიდი ნაწილი ბოიკოტის რეჟიმშია. ისინი არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობენ. მათი მოთხოვნა პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ახალი ადმინისტრაციის პირობებში ახალი არჩევნებია. ვადამდელ არჩევნებზე კატეგორიულ უარს ამბობს მმართველი გუნდი. ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებების 4 რაუნდი გაიმართა.

პოლიტიკური კრიზისი განსაკუთრებით მას შემდეგ გამწვავდა, რაც ენმ-ს თავმჯდომარე,ნიკა მელია დააპატიმრეს

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მედიაციით 1 მარტს კიდევ ერთი შეხვედრა შედგა.

9 მარტს, ცნობილი გახდა, რომ შარლ მიშელი საქართველოში წარმომადგენელს აგზავნის, რომელიც დიალოგში ჩაერთვება.

მსგავსი პოსტები

Back to top button