რეგიონისაქართველოსიახლეები

შეჩერებული სახელმწიფო პროგრამები აჭარაში

საქართველოს მთავრობა წელს კვლავ განახორციელებს „სოფლის მხარდაჭერის პროგრამას“, თუმცა რეგიონების ჩამონათვალში ამჯერად არ მოხვდა აჭარა. ამის შესახებ კი, არაფერი იცოდნენ აჭარის მუნიციპალიტეტების ნაწილში.

ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.

აჭარის მთავრობაში განმარტავენ, რომ მხარდაჭერის პროგრამის მსგავს პროექტებს აჭარა განვითარების ფონდის საშუალებით განახორციელებს, თუმცა კრიტერიუმები ჯერ-ჯერობით არაა დაზუსტებული.

მოისმინეთ სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, არჩილ ვანაძის კომენტარი.

კიდევ ერთი ღიად დარჩენილი საკითხი აჭარაში ჩაის კულტურის განვითარების ხელშეწყობაა. პროგრამისთვის თანხა 2018 წლის ბიუჯეტში იყო გამოყოფილი, თუმცა 2019 წლის ბიუჯეტში საერთოდ აღარ გვხვდება.

სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრი ავთანდილ მესხიძე აჭარის ტელევიზიასთან ამბობს, რომ გასულ წელს ვერ მოხერხდა პროექტის ბოლომდე მიყვანა, მხოლოდ მიწა გამოიყო და ჩაის ახალი პლანტაცია იქ არ გაშენებულა.

იდეის მიხედვით, პროცესში კერძო სექტორი 3 წელიწადში, უკვე გაშენებულ პლანტაციას გადაიბარებდა. აჭარის ახალი მთავრობა კი, არარსებული პლანტაციით ბიზნესის დაინტერესებას ახლავე გეგმავს.

მსგავსი პოსტები

Back to top button