მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

შეერთებული შტატების პრეზიდენტი დემოკრატიული პარტიის დონორების არწმუნებს, რომ შეუძლია არჩევნებში ტრამპის დამარცხება

არჩევნები 2024 წლის 5 ნოემბერსაა დანიშნული

შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, ექსპრეზიდენტ დონალდ ტრამპთან სატელევიზიო დებატების შემდეგ, – რამაც პარტიის ნაწილი დააფიქრა ბაიდენის კანდიდატურის ადეკვატურობაზე – დემოკრატიული პარტიის დონორების არწმუნებს, რომ მას კვლავ შეუძლია არჩევნებში ტრამპის დამარცხება.

81 წლის პრეზიდენტი ბაიდენი შაბათს დემოკრატების საარჩევნო კამპანიისათვის ფულადისახსრების მოსაძიებლად გამართულ არაერთ ღონისძიებას დაესწყო ნიუ-იორკსა და ნიუ-ჯერსიში.

„იდეალური გამოსვლა არ მქონია, მაგრამ არც ტრამპს ჰქონია“, – BBC-ის ცნობით, თქვა მან ერთ-ერთ ღონისძიებაზე.

„გპირდებით, რომ მოვიგებთ ამ არჩევნებს“, – თქვა მან.

ბაიდენის თქმით, მას ესმის ის წუხილი, რაც დებატებს მოჰყვა, მაგრამ პირობა დადო, რომ უფრო მედგრად იბრძოლებს.

ნიუ-ჯერსის გუბერნატორი, დემოკრატი ფილ მერფი ბაიდენთან ერთად იმყოფებოდა ერთ-ერთ ღონისძიებაზე, სადაც ბაიდენს უთხრა: „ჩვენ ყველანი 100%-ით თქვენს გვერდით ვართ“.

ამასთან აშშ-ის პრეზიდენტი თავისი საპრეზიდენტო კამპანიის დონორებს ნიუ იორკში შეხვდა, – ინფორმაციას ამის შესახებ „ბლუმბერგი“ ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გააგრძელებს არჩევნებში მონაწილეობას, რადგან, მისი თქმით, არ იყრიდა კენჭს, თუ არ ექნებოდა გამარჯვების რწმენა.

„მე მესმის თვენი შეშფოთება დებატებთან დაკავშირებით. არ მქონდა საუკეთესო საღამო“, – თქვა ბაიდენმა.

როგორც „ბლუმბერგს“ ანონიმურმა წყარომ განუცხადა, ბაიდენთან შეხვედრაზე რომელიმე დონორს უარი არ განუცხადებია.

ჯო ბაიდენისა და მისი მეტოქის, დონალდ ტრამპის პირველი საარჩევნო დებატები 2024 წლის საარჩევნო ციკლისათვის 27 ივნისს გაიმართა.

შეერთებული შტატების ექსპრეზიდენტის ტყუილები და არაზუსტი ნათქვამები მოქმედი პრეზიდენტის ზოგჯერ დაბნეულმა პასუხებმა გადაფარა.

კანდიდატები – 81 წლის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და 78 წლის ექსპრეზიდენტი დონალდ ტრამპი – 90 წუთის განმავლობაში ეკამათებოდნენ ერთმანეთს აუდიტორიის გარეშე.

დებატები რთული აღმოჩნდა ჯო ბაიდენისთვის, რომლის ასაკიც ამერიკელი დემოკრატი ამომრჩევლების არცთუ მცირე ნაწილისათვის შეშფოთების საფუძველია.

ბაიდენის საარჩევნო კამპანიამ აღიარა, რომ დებატებს ისე არ ჩაუვლია, როგორც იმედოვნებდნენ, თუმცა განაცხადა, რომ ახალ კანდიდატს არც კი განიხილავენ.
აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის უახლოესმა ნათესავებმა, მეგობრებმა და მრჩევლებმა შეიძლება დაარწმუნონ ის, სატელევიზიო დებატებზე წარუმატებელი წარმოდგენის შემდეგ, უარი თქვას ნოემბრის არჩევნებში მონაწილეობაზე. ამის შესახებ გამოცემა Axios-ი წერს.

გამოცემის ცნობით, ამ წრეში შედიან პირველი ლედი ჯილ ბაიდენი, პრეზიდენტის უმცროსი და ვალერი ბაიდენი, დიდი ხნის მეგობარი და რეგულარული მრჩეველი ტედ კაუფმანი, ასევე თეთრი სახლის მრჩეველთა მცირე ჯგუფი.

„მხოლოდ ეს ადამიანები ახდენენ გავლენას ბაიდენის პირად ცხოვრებასა და პრეზიდენტობასთან დაკავშირებულ დიდ და მცირე გადაწყვეტილებებზე“, – აღნიშნავს გამოცემა თეთრი სახლის ხელმძღვანელთან დაახლოებულ წყაროებზე დაყრდნობით.

ცნობისთვის, ჯო ბაიდენსა და მის წინამორბედ დონალდ ტრამპს შორის ორი დღის წინ გამართული სატელევიზიო დებატების შემდეგ, დაიწყო მსჯელობა „დემოკრატების“ მიერ კანდიდატის შესაძლო შეცვლის შესახებ. პარალელურად, განიხილება საკითხი, შეძლებს თუ არა „დემოკრატიული პარტია“ სხვა კანდიდატის დასახელებას აგვისტოში გამართულ ყრილობამდე, ან მის დროს

მსგავსი პოსტები

Back to top button