მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა პირებს, რომლებიც დაკავშირებული არიან ჩრდილოეთ კორეასა და რუსეთს შორის სამხედრო ტექნიკის გადაცემასთან

შეერთებულმა შტატებმა რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის იარაღის მიწოდების საქმესთან კავშირში ეჭვმიტანილ რუსეთის ორ მოქალაქესა და სამ რუსულ კომპანიას სანქციები დაუწესა. ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ცნობაში, რომელშიც აღნიშნულია სანქციებს ექვემდებარებიან კომპანია Rafort-ის მფლობელი, რაფაელ გაზარიანი და „ტექნოლოგიების“ მფლობელი ალექსეი ბუდნევი. ცალკე სანქციების სიაში აღმოჩნდნენ მათი კუთვნილი კომპანიები და ასევე კომპანია „ტრანს-კაპიტალი“, რომელიც ჩრდილოეთ კორეული იარაღისა და სამხედრო დანიშნულები მასალების იმპორტში მონაწილეობდა.

აშშ-ის ფინანსთა სამინისტრო ცნობით, გაზარიანი თანამშრომლობდა სლოვაკეთის მოქალაქე აშოტ მკრტიჩევთან, რომელიც გასული წლის მარტში აღმოჩნდა სანქცირებულთა სიაში რუსეთსა და კორეის სახალხო რესპუბლიკას შორის იარაღის მიწოდების გარიგებების ხელშეწყობის მცდელობისთვის. სავარაუდოდ, 2023 წლის განმავლობაში გაზარიანი მუშაობდა მკრტიჩევთან ასეთი გარიგების ორგანიზებისთვის. გარდა ამისა, გაზარიანი იყენებდა კომპანია “ტრანს-კაპიტალს”, რათა საავიაციო კომპონენტების გადაზიდვასა და მიწოდების საქმეში დახმარებოდა ჩრდილოეთ კორეელ იარაღის დილერს.

2023 წლის მარტში ბუდნევმა ხელი შეუწყო რუსეთისთვის სამხედრო საკომუნიკაციო აღჭურვილობის მიწოდებას, რომელიც, სავარაუდოდ, ჩრდილოეთ კორეაში იყო დამზადებული.
“დღევანდელი ქმედებები ასახავს ჩვენს სურვილს, ხელი შეუშალოს ჩრდილოეთ კორეასა და რუსეთს შორის სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავებას”, – აღნიშნა ბრაიან ნელსონმა, ფინანსური დაზვერვისა და კონტრტერორიზმის დარგში აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს მოადგილემ. აშშ-მა და სამხრეთმა კორეამ ადრე ჩრდილოეთი კორეა დაადანაშაულეს უკრაინის ომის დროს რუსეთისთვის ჭურვებისა და სხვა სამხედრო დახმარების გაგზავნაში. როგორც რუსეთმა, ასევე ჩრდილოეთმა კორეამ უარყვეს ეს ბრალდებები.

თებერვალში The New York Times-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთმა, საბრძოლო მასალის სანაცვლოდ, ჩრდილოეთ კორეას მისცა გლობალურ ფინანსურ სისტემაზე წვდომის საშუალება და ასევე განბლოკა ჩრდილოეთ კორეის ზოგიერთი აქტივი, რომლებიც გაეროს სანქციებს ექვემდებარებოდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button