საქართველოსიახლეები

“შეეშვით ზიარების საიდუმლოს!”

სანამ ეს ქვეყანა არსებობას არ შეწყვეტს, ჩვენ, მართლმადიდებელი ქრისტიანები ერთი კოვზით ზიარების მიღებას არ შევწყვეტთ, – ამის შესახებ ვაკის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა შალვა კეკელიამ სოციალურ ქსელში დაწერა.

დეკანოზი ჟურნალისტებს, პოლიტიკოსებს, თეოლოგებს მოუწოდებს „შეეშვან ზიარების საიდუმლოს“.

„სანამ ეს ქვეყანა არსებობას არ შეწყვეტს, ჩვენ, მართლმადიდებელი ქრისტიანები ერთი კოვზით წმიდა ზიარების მიღებას არ შევწყვეტთ. ურწმუნოებო, მცირედმორწმუნეებო, “თეოლოგებო”, ჟურნალისტებო, ექიმებო, პოლიტიკოსებო… შეეშვით ზიარების საიდუმლოს!!! სანამ უფრო დიდი სასჯელი არ დაგვატყდა თავს! ნუ გამოცდით ღმერთს!!!“, – წერს დეკანოზი შალვა კეკელია.

შეგახსენებთ, გუშინ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, ზიარების მოქმედ წესთან დაკავშირებით, კომენტარი პრემიერ-მინისტრმა გააკეთა.

“საერთო კოვზით ზიარება ინფიცირების უდიდესი რისკის შემცველია”, – მიიჩნევს გიორგი გახარია.

ერთი კოვზით ზიარებას საფრთხის შემცველად მიიჩნევენ მედიკოსებიც. ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის თქმით, ძველი ფორმატით ჩატარებული რიტუალები, მათ შორის ერთი კოვზით ზიარება ვირუსის გავრცელების საფრთხეს შეიცავს.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button