მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

კახეთში საქალაქთაშორისო ტრანსპორტზე შეზღუდვის მოხსნას ითხოვენ

საზოგადოებრივი ტრანსპორტის სოფლებიდან მხოლოდ მუნიციპალიტეტის ცენტრების მიმართულებით ამუშავებამ, მოსახლეობის უკმაყოფილება გამოიწვია. მოსახლეობის ნაწილს მიაჩნია, რომ შეზღუდვა საქალაქთაშორისო ტრანსპორტზეც უნდა მოხსნილიყო.

“ამ შეზღუდვის ლოგიკა თუ მობილობის შემცირებაა, მაშინ სკოლებში ამდენ ბავშვს ერთად რატომ მოუყარეს თავი? დღეს, ახმეტიდან ჩამოსასვლელად, ორი ტრანსპორტი გამოვიცვალე. ტაქსით ვერ წამოვალ, არ მაქვს საშუალება. ვდგავარ და ველოდები, ვინ მომაკითხავს. აუცილებელი საქმე რომ მაქვს, მეტი რა გზაა, უნდა წამოვიდე” -თქვა რადიო ჰერეთთან, ზაურ ლატაურმა.

შემცირებულ შემოსავლებზე საუბრობენ მუნიციპალური ტრანსპორტის მძღოლებიც.

“ვითომ ავმუშავდი და სამი მგზავრი მყავდა დილას. დღეში, სულ ცოტა 15 მარშუტი მაინც უნდა შევასრულო, რომ საწვავისა და ამორტიზაციის თანხა ამოვიღო. იქამდე არ მივიდეს საქმე, რომ ეს სამარშუტო მანქანები გასაყიდი გაგვიხდეს. ამ ხნის განმავლობაში რას ვჭამთ, რას ვსვამთ, ვინ კითხულობს? გამოვედი და საწვავიც გაძვირებული დამხვდა”- თქვა რადიო ჰერეთთან, სოფელ წინანდლის სამარშუტო ავტომანქანის მძღოლმა, გია კაკრიაძემ.

პრემიერ- მინისტრთან არსებული საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 1 თებერვლიდან კახეთში, მხოლოდ მუნიციპალური ტრანსპორტი ამოძრავდა.

მოსახლეობის გადაადგილება საქალაქთშორისო ტრანსპორტით კვლავ შეზღუდულია. 21 საათიდან დილის 5 საათამდე, ძალაში რჩება კომენდანტის საათიც

მსგავსი პოსტები

Back to top button