მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

შეიარაღებულმა ძალებმა ხარკოვის რეგიონში რუსი დამპყრობლებისგან 300-ზე მეტი დასახლება გაათავისუფლეს

ომის 202-ე დღე

6 სექტემბრის შემდეგ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხარკოვის რეგიონში რუსი დამპყრობლებისგან 300-ზე მეტი დასახლება გაათავისუფლეს.

ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა მალიარმა განაცხადა.
მან ასევე დასძინა, რომ ოპერაციის გაგრძელება იქამდეა დაგეგმილი, სანამ ხარკივის ოლქს დამპყრობლებისგან სრულად არ გაათავისუფლებენ.

“ხარკივის ოლქის გათავისუფლების ოპერაცია როგორც იყო დაგეგმილი, რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდება. 6 სექტემბრიდან მოყოლებული დღევანდელ დღემდე, გათავისუფლებულია 3 ათას 800 კვადრატული კილომეტრი, 300-ზე მეტი დასახლებული პუნქტი და 150 ათასზე მეტი უკრაინელი გათავისუფლდა ოკუპაციისგან, სადაც ისინი ფაქტობრივად ტყვეობაში იყვნენ”, – აცხადებს მალიარი.

6 სექტემბრიდან 5 დღის განმავლობაში უკრაინულმა არმიამ შეძლო, გაერღვია რუსული ხაზები, შეეღწია მათი დაცვის 70 კილომეტრის სიღრმეში და გაეთავისუფლებინა 3 000 კვადრატული კილომეტრი. ეს იმაზე მეტია, ვიდრე რუსებმა უკრაინაში აპრილიდან დაიკავეს.

ხარკოვის ოლქის 95 პროცენტი ოფიციალური კიევის კონტროლს უბრუნდება. საოკუპაციო არმია ბრძოლის ველს ტოვებს და რუსეთ-უკრაინის საზღვისკენ მიიწევს. წარმატებული კონტრშეტევების სერიის შემდეგ გენერალურმა შტაბმა ახალი გეგმის შესრულება დაიწყო. სამიზნე დროებით ოკუპირებული დონეცკის ოლქია. უკვე გათავისუფლებულია პირველი ქალაქი – სვიატაგორსკში კვლავ უკრაინული დროშა ფრიალებს.

მომდევნო დღეებში მთავარი სტრატეგია ქვეყნის აღმოსავლეთით კონტრშეტევების კიდევ უფრო გაძლიერება იქნება. როგორც ჩანს კრემლი ახალ ყველა ცუდი სცენარისთვის იწყებს მზადებს. ტელეგრამ არხებით გავრცელდა ეფ-ეს ბეს 2 დოკუმენტი, ერთი ადგილობრივ მოსახლეობას ყირიმის ნახევარკუნძულის დატოვების ნებართვას მხოლოდ განსაკუთრებულ ვითარებაში აძლევს, მეორე კი ადასტურებს, რომ მოსკოვი ევაკუაციისთვის ემზადება.
…………
უკრაინის საჰაერო ძალებმა დღეს რუსეთის ფედერაციის ორი სამხედრო თვითმფრინავი და ერთი უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს. ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობა ავრცელებს.

“13 სექტემბერს 14:00 საათიდან 16:00 საათამდე უკრაინის საჰაერო ძალების საზენიტო-სარაკეტო დანაყოფებმა გაანადგურეს სამი საჰაერო სამიზნე – ერთი ოპერატიულ-ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატი და ოკუპანტების ორი თვითმფრინავი”, – ნათქვამია განცხადებაში.

უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის ცნობით, სუ-24-ის ტიპის თვითმფრინავი ხერსონში, სუ-25 ტიპის კი დონეცკში ჩამოაგდეს.

ომის კვლევის ინსტიტუტის (ISW) ცნობით, უკრაინულმა ძალებმა მიაღწიეს რუსეთ-უკრაინის საზღვრიდან 15-25 კილომეტრში მდებარე პოზიციებამდე ჩრდილო-აღმოსავლეთ ხარკოვის ოლქში, იზიუმის ჩრდილოეთ გარეუბანსა და ლიმანის სამხრეთ და სამხრეთ-დასავლეთ გარეუბანში და გაათავისუფლეს კუპიანსკის დასავლეთი ნახევარი.

11 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხარკივის რეგიონში 40-მდე დასახლება გაათავისუფლეს.

დღეს, 13 სექტემბერს სპეციალური ოპერაციის ძალებმა აზოვ ხარკოვმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინელმა სამხედროებმა რუსი ოკუპანტებისგან ხარკივის ოლქის მთელი ჩრდილო-აღმოსავლეთის ნაწილი გაათავისუფლეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button