მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

შეიძლება, დასჭირდეს კონსილიუმის ადრე დანიშვნა-პირადი ექიმი სააკაშვილზე

მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას აფასებს. როგორც ნიკოლოზ ყიფშიძემ სააკაშვილის მონახულების შემდეგ თქვა, მას სიარული უჭირს.

“შეიძლება, დასჭირდეს კონსილიუმის ადრე დანიშვნა, ვიდრე სამშაბათს. მორალურად ძალიან კარგად არის, მაგრამ ცოტა უჭირს სიარული. აქვს სისუსტე და უფერულობა. ჰოსპიტალიზაცია ამ წუთში არ არის საჭირო”, – თქვა ექიმმა.

სააკაშვილთან ჯგუფი სამშაბათს უნდა შევიდეს. საქართველოს მესამე პრეზიდენტი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. ის დაკავების შემდეგ შიმშილობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button