საქართველოსიახლეები

“შეიქმნას მთავრობის მაკონტროლებელი საპარლამენტო კომისია”

პარტია “სამართლიანობისთვის” ლიდერი ეკა ბესელია, საგანგებო მდგომარეობის პირობებში მთავრობის გასაკონტროლებლად, დროებითი საპარლამენტო კომისიის შექმნას მოითხოვს.

მისი თქმით, საგანგებო მდგომარეობის დროს ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, რისკები ჩნდება.

“შეიქმნას დროებითი საპარლამენტო კომისია COVID-19-ის წინააღმდეგ კონტროლის და მონიტორინგის განხორციელების მიზნით, რომელიც გააკონტროლებს მთავრობის საქმიანობას, განსაკუთრებით, საგანგებო მდგომარეობის პირობებში. იმიტომ, რომ საგანაგებო მდგომარეობის გამოცხადება, ეს არის კონვენციის დადგენილი ნორმებიდან დროებითი გადახვევა, რაც რისკებს აჩენს ადამიანების უფლებების კუთხით”. — განაცხადა ეკა ბესელიამ.

მსგავსი პოსტები

Back to top button