მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

შეიცავს თუ არა აიდი ბარათის ჩიპი ანტიქრისტეს ნიშნებს?

საკონსტიტუციო სასამართლომ ელექტრონული ბიომეტრული აიდი ბარათი და პასპორტის გაცემის წესი უცვლელად დატოვა. გადაწყვეტილება პირველმა კოლეგიამ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. სასამართლოს სხდომაზე განმარტება არ გაუკეთებია და ითქვა, რომ გადაწყვეტილება არ გასაჩივრდება. გასაჩივრებული იყო ნორმა, რომელიც აიდი ბარათის გაცემის წესს ადგენს.

მოსარჩელე მიიჩნევდა, რომ არსებული ელექტრონული ჩიპი, აიდი ბარათებზე დატანილი ფოტო, ციფრები და პირადი ინფორმაცია წინააღმდეგობაში მოდის რწმენისა და აღმსარებლობის უფლებასთან. მოსარჩელის განმარტებით, ბიომეტრული ჩიპი შეიცავს ანტიქრისტეს ნიშნებს და აპოკალიფსთან არის კავშირში.

საკონსტიტუციო სასამართლოში განმარტავენ, რომ სადავო ნორმებით, მოსარჩელეთა რწმენის თავისუფლებაში ჩარევა არ ხდება, ვინაიდან ნომრები ნეიტრალური ხასიათისაა და თანაბრად ვრცელდება ყველა პირის მიმართ.

მსგავსი პოსტები

Back to top button