შეყვარებული ორანგუტანები სოციალური ქსელების ფავორიტები გახდნენ [Video]

ახალშობილი ორანგუტანები – ჯიტო და ასოკი ერთმანეთს ცხოველთა გადარჩენის ცენტრში შეხვდნენ, – წერს გამოცემა Mashable.

ვიდეოზე ასახული ორანგუტანების ნაშიერთა ქცევა ინტერნეტ-მომხმარებლებში ძალიან პოპულარული გახდა.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, ჯიტო თავის მეგობარზე 3 თვით ადრე დაიბადა. როცა მან თავისი “გულის სწორი” პირველად დაინახა, ძალიან მორიდებულად იქცეოდა, შემდეგ კი თათზე “ემთხვია” და მოფერება დაუწყო.

ვიდეო International Animal Rescue-ის Youtube-არხზეა გამოქვეყნებული.

მსგავსი პოსტები

Back to top button