შეხვედრა წისქვილკომბინატებთან და ფერმერთა პროტესტი

სოფლის მეურნეობის და საქართველოს ხორბლისა და პურპროდუქტების მწარმოებელთა ასოციაციის ინიციატივით, წისქვილკომბინატების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა, სადაც ხორბლის უხვ მოსავალზე ისაუბრეს.

ხორბლისა და პურპროდუქტების მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ქვეყნის მასშტაბით არსებული წისქვილკომბინატები სრულ მზადყოფნაში არიან, შეისყიდონ ხორბლის მოსავალი და ხელი შეუწყონ ადგილობრივი პროდუქციის რეალიზაციას.

შეგახსენებთ, რომ კახელი ფერმერები მარცვლეულის რეალიზაციას უჩივიან. არადა წელს განსაკუთრებით დიდი მოსავალი მიიღეს, რამაც ბაზარზე ხორბლისა და ქერის ფასი 60-დან 35 თეთრამდე დაწია. ფერმერები შიშობენ, რომ გაწეულ ხარჯებს და აღებულ კრედიტებს ვერ დაფარავენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button