მნიშვნელოვანირეგიონი
გურჯაანში საბავშვო ბაღი დაარბიეს

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ შაშიანში საბავშვო ბაღი დაარბიეს. შემთხვევა წუხელ მოხდა.
დილით სამსახურში მისულ აღმზრდელებს ბაღის ჭიშკარი გატეხილი დახვდათ.
წინასწარი ინფორმაციით, სავარაუდო დამნაშავეებს არაფერი წაუღიათ, თუმცა განადგურებულია ინვენტარის ნაწილი.
ადგილზე მუშაობენ ექსპერტ- კრიმინალისტები.
როგორც რადიო “ჰერეთს” შს სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს. პოლიცია ჯერ-ჯერობით არავინ დაუკავებია.