მნიშვნელოვანისიახლეები

ელენე ხოშტარიას მოსანახულებლად “ქართული ოცნების” ლიდერები მივიდნენ

პარლამენტის შენობაში მოშიმშილე დეპუტატის, ელენე ხოშტარიას მოსანახულებლა “დროას” ლიდერ ელენე ხოშტარიასთან რომელიც უკვე მე-15 დღეა შიმშილობს, „ქართული ოცნების” თავმჯდომარე და უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე უმრავლესობის ორ დეპუტატებთან ერთად მივიდა.

კობახიძესთან ერთად ელენე ხოშტარიას ხვდებიან განათლების კომიტეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე.

“დროას” ლიდერის მთავარი მოთხოვნა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანაა. ის ამ მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს.

სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვს თავად მესამე პრეზიდენტი, რომელიც უკვე 48-ე დღეა, შიმშილობს. ექიმები ამბობენ, რომ პროტესტის ამ უკიდურესი ფორმის გამო, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

მსგავსი პოსტები

Back to top button