მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

“შემირცხვენია სინოდი, რომელსაც სოდომის ცოდვაში ბრალდებული პატრიარქი უხელმძღვანელებს”

„შემირცხვენია სინოდი, რომელსაც თავმჯდომარეობს სოდომურ ცოდვაში, ამ ცოდვის გამრავლებაში და ახალგაზრდა ადამიანების გახრწნასა და ძალადობაში მხილებული მაღალი იერარქი.“ – ეს განცხადება მეუფე პეტრე ცაავამ ჟურნალისტ სოფო ზურაბიანის გადაცემა „პოლიტიკის ფორმულა“-ში გააკეთა.

მოისმინეთ პეტრე ცაავას ხმა.

მეუფე პეტრე საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, პატრიარქს და საპატრიარქოს საბჭოთა მემკვიდრეობას უწოდებს და მისი, როგორც მეხუთე კოლონის არსებობის დასრულებას მოითხოვს.

მოისმინეთ პეტრე ცაავას ხმა.

„აუდიტის სამსახური უნდა შევიდეს იგივე პატრიარქის ფონდში“, – ამბობს მეუფე პეტრე. მისი განცხადებით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხები საპატრიარქოში არამიზნობრივად იხარჯება, რაზეც პატრიარქია პასუხისმგებელი და ეს საკითხები შესწავლას საჭროებს.

მოისმინეთ პეტრე ცაავას ხმა.

„პატრიარქმა მოატყუა ქართველი ერი“, – ამბობს მეუფე პეტრე და მაგალითად მოჰყავს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ, საქართველოში კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები.

მოისმინეთ პეტრე ცაავას ხმა.

მეუფე პეტრეს განცხადებით, მამა გიორგი მამალაძესთან დაკავშირებით, ხელისუფლებამ საპატრიარქოს დაკვეთა შეასრულა, რადგან ეკლესიის საარჩევნოდ გამოყენებას გეგმავდა.

მოისმინეთ პეტრე ცაავას ხმა.

“[მეუფე შიო] სნოს სასტუმრო ხომ არ იყო, რომ დაეტოვებინა მემკვიდრეობით?” – ამბობს მეუფე პეტრე და განმარტავს, რომ მეუფე შიოს პატრიარქის თანამოსაყდრედ დანიშვნა კიდევ ერთი უკანონობაა, რაც პატრიარქმა ჩაიდინა, რათა საქართველოს ხელისუფლება მოეტყუებინა, თითქოს თავად გადადგომას აპირებდა. რეალურად კი, პატრიარქმა ხელისუფლებაც მოატყუა.

მოისმინეთ პეტრე ცაავას ხმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button