მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

შემოსავლების სამსახურის თელავის სერვის-ცენტრის კლასტერი ფართოვდება

კახეთში, შემოსავლების სამსახურის თელავის სერვის-ცენტრის კლასტერი ფართოვდება.

რადიო ჰერეთის ინფორმაციით, კოვიდ-19, დედოფლისწყაროში, საპატრიარქოს დაქვემდებარებული, სამრევლო სკოლის პედაგოგს დაუდასტურდა.

სამრევლო სკოლის გარდა, ვირუსი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, შემოსავლების სამსახურთან კონტაქტში მყოფ კიდევ ორ პირს გამოუვლინდა.

ეპიდემიოლოგები, ინფიცირებული პირების კონტაქტების სწავლობენ. დაიხურება თუ არა სკოლა, მათი რეკომენდაციის საფუძველზე გადაწყდება.

დაინფიცირებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ყველა მათგანი მკურნალობას ბინაზე გადის.

საშემოსავლო სამსახურის თელავის სერვის-ცენტრში, კორონავირუსის პირველი შემთხვევა 16 ოქტომბერს გამოვლინდა. მოგვიანებით, ვირუსი, მათი ოჯახის წევრებსაც დაუდასტურდათ.

სერვის-ცენტრი, ამჟამად დაკეტილია.

მსგავსი პოსტები

Back to top button