მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

შემოსავლების სამსახური ნიკა გვარამიას განცხადებას ეხმაურება

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური “მთავარი არხის“ დამფუძნებლისა და გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადებას ეხმაურება

შემოსავლების სამსახური აცხადებს, რომ „შემოსავლების სამსახურში მუდმივად ხორციელდება გადამხდელთა გეგმიური საგადასახადო შემოწმება, რომელიც ეფუძნება საგადასახადო კონტროლის ღონისძიებებისთვის გადამხდელთა შერჩევას, ავტომატიზებული ელექტრონული სისტემის მეშვეობით.

„გაცხადებული საგადასახადო კონტროლის ღონისძიება არ ეხება უშუალოდ სამაუწყებლო კომპანიას. აქვე აღვნიშნავთ, რომ ავტომატიზებულ ელექტრონულ სისტემაში მოხვდნენ სხვა სარეკლამო კომპანიებიც. აღნიშნული ღონისძიება წარმოადგენს შემოსავლების სამსახურის სტანდარტულ პროცედურას, რაც ითვალისწინებს გადამხდელის რისკების კამერალურ შესწავლას და შესაბამისი რისკების გაქარწყლების შემთხვევაში მიმდინარე კონტროლის პროცედურის დასრულებას“, – ნათქვამია განცხადებაში.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ კამერალური საგადასახადო შემოწმება ითვალისწინებს გადამხდელთან მხოლოდ დისტანციურ კომუნიკაციას და არ გულისხმობს გადამხდელის საქმიანობის რაიმე სახით შეზღუდვას.

მსგავსი პოსტები

Back to top button