მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები
შემოსავლების სამსახურის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა
თელავში, შემოსავლების სამსახურის სერვისცენტრის თანამშრომელს, კორონავირუსი დაუდასტურდა.
რადიო ჰერეთის ინფორმაციით, ის შეუძლოდ თელავის რაიონულ სასამართლოში გახდა, სადაც მიმდინარე პროცესს ესწრებოდა.
სასამართლოს თანამშრომლებმა შესაბამისი სამსახურები გამოიძახეს, რომლებმაც მამაკაცს კორონა ვირუსი სწრაფი ტესტით დაუდგინეს.
წინასწარი ინფორმაციით, მამაკაცის ინფიცირების წყარო, მისივე თანამშრომელია, რომელსაც კოვიდ-19, ორი დღის წინ დაუდასტურდა.
ეპიდემიოლოგები ინფიცირებული პირის კონტაქტების გამოვლენასა და თვითიზოლაციაში გადაყვანაზე მუშაობენ.
მათ გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული, გააგრძელებს თუ არა მუშაობას შემოსავლების სამსახურის თელავის სერვისცენტრი.
თელავში, კორონავირუსის 13 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი.