კრიმინალიმნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

შემთხვევითი თუ განზარახ მკვლელობა-რას ამბობს გურჯაანში ჩაცხრილული მამაკაცის ოჯახი

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში,ჩაცხრილული ახალგაზრდა 41 წლის სენაკის მუნიციპალიტეტ სოფელ გეჯეთის მკვიდრი იმედა ჩიქობავაა.

იგი სოფელში ცხოვრობდა მოხუც დედასთან ერთად და სამუშაოდ გურჯაანში სამი თვის წინ წავიდა.

იმედას დედა შურა ჩიქობავა რადიო თბილისთან ამბობს,რომ ბოლოს შვილს 5 დღის წინ ესაუბრა.

“კარგად ვარო დედაო მითხრა,სამი თვეა რაც წავიდა სამუშაოდ,ვენახში მუშაობდა.
მშრომელი ბიჭი იყო ჩემი ბიჭი. როგორც გავიგეთ,შემთხვევით მოკლეს ჩემი შვილი, სხვის მაგივრად”,-ამბობს დედა.

მეზობლების ცნობით, იმედა კეთილშობილი და მშრომელი ბიჭი იყო და სჯერათ იმ გავრცელებული ვერსიის,რომ იგი შემთხვევით სხვის მაგივრად მოკლეს.

გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 108- ე და 19, 109- ე მუხლებით მიმდინარეობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button