მნიშვნელოვანისიახლეები

შეფასებები მმართველ გუნდში

უშუალოდ ოპოზიციური პარტიების შემოთავაზება იყო, გადაგვეყვანა თუნდაც გორის ჰოსპიტალში, ხოლო მეორე დღეს გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს “ქართული ოცნება“ გორის ჰოსპიტალში გადაყვანას და ოსებზე გადაცემას აპირებდა, – აღნიშნული განცხადება მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ ბიუროს სხდომაზე გააკეთა.
როგორც კუჭავამ აღნიშნა, ის, რაც ნამდვილად ადარდებს, არის ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც კიდევ 9 დეპუტატი დაემატა.

კუჭავას ინფორმაციით, პარლამენტის აპარატი გაფრთხილებულია და მოშიმშილე დეპუტატები ყველა საჭიროებით იქნებიან უზრუნველყოფილი.

პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, არა პოლიტიკოსების, არამედ ექიმების შესაფასებელია, სამედიცინო მომსახურების თვალსაზრისით არსებობს თუ არა რაიმე დანაკლისი გლდანის სამკურნალო დაწესებულებაში და შესაბამისად, არსებობს თუ არა მიხეილ სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანის საჭიროება.

ასევე გააკეთა განცხადება არჩილ თალაკვაძემაც და განაცხადა რომ რა მაღალტექნოლოგიური ჩარევა სჭირდება მიხეილ სააკაშვილს ისეთი, რომ ის სხვა მულტიპროფილურ კლინიკაში გადაიყვანონ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ განუცხადა.
როგორც მან აღნიშნა, არ არსებობს რაიმე გამოწვევა, რომელსაც პენიტენციური სისტემის სამედიცინო ცენტრი მოშიმშილე პატიმართან მიმართებით ვერ უპასუხებს.

მისი თქმით, თუ მიხეილ სააკაშვილი ან მისი დაცვის მხარე მისცემს ოფიციალურ თანხმობას სამედიცინო სამსახურს, რომ მათ გამოაქვეყნონ კიდევ უფრო მეტი სამედიცინო მონაცემი მის მდგომარეობასთან დაკავშირებით, საზოგადოებაში არსებული კითხვები მოიხსნება.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძემ, განაცხადა, რომ ოპოზიცია ექიმებისა და სამედიცინო საზოგადოების პოლიტიზებას ცდილობს.

“ვხედავთ ძალიან ნეგატიურ მცდელობებს, რომ მოახდინონ ექიმებისა და სამედიცინო საზოგადოების პოლიტიზება. პრაქტიკულად, აიძულებენ ბევრ ექიმს, რომ გამოვიდნენ და ისაუბრონ იმ საკითხზე, რომელიც სააკაშვილს საერთოდ არ აწუხებს. ეს ძალიან ცუდია. თუ ეს არ ემსახურება მარცხიდან ყურადღების გადატანას, სხვაგან არც ერთ შემთხვევაში ეს მოცემულობა არც ქვეყანას და არც საზოგადოებას არ სჭირდება,”- აცხადებს არჩილ თალაკვაძე.

მსგავსი პოსტები

Back to top button