მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

შერიგება დაპირისპირებულ მხარეებს შორის

თელავის მუნიციპალიტეტის ეთნიკური აზერბაიჯანელებით დასახლებულ სოფელ ყარაჯალაში მომხდარი კონფლიქტის მონაწილეები, შესარიგებლად შეიკრიბნენ.

დაპირისპირების მონაწილე მხარეები ერთმანეთს სოფლის ცენტრში შეხვდნენ.

მათი ინფორმაციით, კონფლიქტი ამოწურულია და თანასოფლელები შერიგებისათვის ემზადებიან.

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, სოფელ ყარაჯალადან, ზურაბ მუსაევი ირწმუნება, რომ ჩხუბის მიზეზი ერთ- ერთი პირის მხრიდან, მეორისათვის ნასროლი სასმელის ბოთლი გახდა, რაც მეორემ შეურაცხყოფად მიიღო.
მხარეებს შორის დაწყებული სიტყვიერი დაპირისპირება კი, ფიზიკურ ანგარიშსწორებაში გადაიზარდა.

შეგახსენებთ, კონფლიქტი სოფელ ყარაჯალაში 31 ოქტომბერს , ღამით მოხდა. კონფლიქტში, ორ დაპირისპირებული მხარეს შორის, ადგილზე გამოძახებული პოლიციაც ჩაერთო.

ფიზიკური დაპირისპირების დროს სულ 4 პირი დაშავდა, რომლებიც ამ დრომდე თელავის რეფერალურ საავადმყოფოში რჩებიან.

ერთ- ერთი ვერსიით, თანასოფლელებს ჩხუბი არჩევნებზე გახარჯულ ფულსა და საწვავზე მოუვიდათ, თუმცა სოფელში ამ საკითხზე საუბარს კონფლიქტის მონაწილე პირების ოჯახის წევრები, თავს არიდებენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button