შერმადინი და ბურჯანაძე შეუჩერებლები არიან

მე-6 შეხვედრაში მე-4 გამარჯვება იზეიმა და შერმადინისა და ბურჯანაძის “მორაბანკ ანდორა”, რომელმავ “მურსია” დაუხვდა– 88:72 დაამარცხა.
ქართველთაგან სასტარტო შემადგენლობაში მხოლოდ შერმადინი იყო, რომელმაც 24:46 წუთში 16 ქულა, 7 მოხსნა , 2 ჩაჭრა და 2 დაფარება მიითვალა. ქართველი ცენტრის სარგებლიანობის კოეფიციენტი 18-ს გაუტოლდა . შედეგიან თამაშს განაგრძობს ბურჯანაძე, რომელიც ანდორულ კლუბში მიმდინარე სეზონის წინ ჩაირიცხა. ბექამ მოედანზე 17:48 წუთი დაჰყო და 14 ქულა, 3 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. “მორაბანკ ანდორა” მომდევნო მატჩს 13 ნოემბერს, სტუმრად, “მანრესასთან” ჩაატარებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button