სპორტი

შერმადინის სუპერკოეფიციენტი და ორმაგი დუბლი დერბიში

ესპანურ ლიგა-ენდესაში წელის ტრავმის მოშუშების შედეგად დაბრუნებულმა ქართველმა ცენტრმა გიორგი შერმადინმა საუკეთესო მატჩი ჩაატარა.

თვენახევრიანი რეაბილიტაციის შემდეგ,გრან კანარიასთან შეხვედრაში ქართველმა კალათბურთელმა სუპერმატჩი გამართა და უმაღლესი კოეფიციენტიც მიითვალა

გიორგიმ 41 ქულა დააგროვა და სულ ერთი ბალით ჩამორჩა საკუთარივე რეკორდს.2016-2017 წლების სეზონის ერთ-ერთ მატჩში მან აქტივში 42 ქულა ჩაიწერა.

ესპანური მედიის ცნობით შერმადინი ალბათ ტურის საუკეთესო მოთამაშის სტატუსს მიიღებს. ეს კი მაშინ მოხდება,როცა ჩემპიონატის მე-11 ტურში ყველა შეხვედრა დასრულდება.

აქვე შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები,სადაც შერმადინი ერთერთი ლიდერი მოთამაშეა,26 ნოემბერს საშინაო მატჩს უკრაინასთან გამართავს.

შეხვედრა 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფარგლებში ჩატარდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button