სპორტი
შერმადინმა მოიგო, ბურჯანაძე დამარცხდა#კალათბურთი
ლენოვო ტენერიფეს ქართველი ცენტრი გიორგი შერმადინი ტრავმის მოშუშების შემდეგ გუნდს დაუბრუნდა და პირველი თამაში ჩაატარა.
შერმადინმა ტრავმა სექტემბერში მიიღო და ამ დრომდე არ უთამაშია.
ტენერიფე,გიორგის ყოფილ გუნდს,მორაბანკ ანდრიას შეხვდა და დამაჯერებლად მოუგო ანგარიშით 79-70
შერმადინი დიდხანს არ ათამაშა მთავარმა მწვრთნელმა.მან მხოლოდ 17 წუთი დაჰყო პარკეტზე და ამ დროში 3 ქულა და 5 მოხსნა მიითვალა.
ლიგა ენდესას მეცხრე ტურში ბექა ბურჯანაძის ბეტისი სარაგოსას დაუპირისპირდა და 72:82 დამარცხდა.
ბურჯანაძემ 20 წუთზე მეტი ითამაშა და აქტივში 9 ქულა და 3 მოხსნა ჩაიწერა.
მომდევნო ტურში ბურჯანაძის და შერმადინის კლუბები ერთმანეთის წინააღმდეგ იბრძოლებენ.
შეგახსენებთ,რომ ტენერიფე მეოთხე ადგილზეა,ბეტისი კი სატურნირო ცხრილის ბოლოში იმყოფება.