მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

„შესაბამისი იქნება ურთიერთობაც!“ – მამუკა მდინარაძე

პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილის შემდეგ, ბოიკოტს მედიასთან აგრეძელებს პარტიის თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე.

იგი ფეისბუქ გვერდზე პოსტს აქვეყნებს და წერს,რომ დაუშვებელია, მედიასაშუალებად განიხილო ის ადამიანი ან ორგანიზაცია, რომელიც “თავად აყენებს პოლიტიკურ მოთხოვნებს”.

„დაუშვებელია ჟურნალისტები და მედიასაშუალებები რაიმე ფორმით გამიჯნო ერთმანეთისგან.
ამავდროულად, დაუშვებელია ჟურნალისტად ან მედიასაშუალებად განიხილო ის ადამიანი ან ორგანიზაცია, რომელიც თავად აყენებს პოლიტიკურ მოთხოვნებს და თავად დგამს პოლიტიკურ პერფომანსებს.
შესაბამისად, ვაცხადებ მთელი პასუხისმგებლობით:
მედიასაშუალებები, რომლებიც დაკავებულები არიან პოლიტიკური (და არა ჟურნალისტური) აქტივობებით, ვიდრე არ დაუბრუნდებიან ჟურნალისტურ საქმიანობას, არ წარმოადგენენ არც მედიასაშუალებას და არც ჟურნალისტებს – შესაბამისი იქნება ურთიერთობაც!” – წერს მდინარაძე.

მსგავსი პოსტები

Back to top button