შესაძლოა 200-მდე დასახელების მედიკამენტი გაიაფდეს

“ჯანდაცვის სამინისტრო უახლოესი თვეების განმავლობაში ე.წ. სოციალური წამლის პროექტის განხორციელებას გეგმავს, რომლის ფარგლებშიც, სულ მცირე 200-მდე დასახელების პირველადი მოხმარების მედიკამენტზე ფასები შემცირდება”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ განაცხადა.

“გარკვეულ, დაახლოებით 450 დასახელების მედიკამენტზე, ფასების ზრდამ 15%-20% შეადგინა. ორმა ფარმაკოლოგიურმა კომპანიამ ძალიან კარგი სოციალური სოლიდარობოის პროექტი გააკეთა, როცა რამდენიმე ათეულ მედიკამენტზე ფასი დასწია. მეორე მხრივ, ვადასტურებ, რომ უახლოეს თვეების განმავლობაში ე.წ. სოციალური წამლის პროექტი განხორციელდება, როდესაც მინიმუმ 200 დასახელების პირველადი მოხმარების მედიკამენტზე ფასები შემცირდება”, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button