Forbes-ი 100 წლისაა

სამაუწყებლო კომპანია ჰერეთი მსოფლიოს უმსხვილეს ბიზნესგამოცემა Forbes-ს ულოცავს 100 წლის იუბილეს! ჩვენ ვამაყობთ, რომ მეორე წელია ჩვენი კომპანია ამ შესანიშნავი გუნდის პარტნიორია. 

forbes_-_100Forbes-ის საუკუნის იუბილეს Forbes Georgia რიგით მე-100 გამოცემით და სპეციალური მიღებით აღნიშნავს.საიუბილეო ღონისძიება თბილისის სახელმწიფო ოპერისა და ბალეტის თეატრში, 10 ნოემბერს, 20:00 საათიდან შედგება. Forbes Georgia-ს მიერ სპეციალურად მოწვეული სტუმრებისთვისა და პარტნიორებისთვის შესრულდება “საგალობელი”; ქორეოგფარი – იური პოსოხოვი, მხატვრული ხელმძღვანელი – ნინო ანანიაშვილი.

საბალეტო წარმოდგენის შემდეგ გაიმართება Forbes Georgia-ს ბიზნესდაჯილდოება. გამოცემა გამოავლენს გამარჯვებულებს ნომინაციებში: Forbes Woman, Forbes Property, Forbes Entrepreneur, Forbes Startup და Forbes Social Impact.საღამოს წარუძღვება Forbes Georgia-ს მთავარი რედაქტორი გიორგი ისაკაძე.

საიუბილეო საღამოს პარტნიორია Global Benefits Georgia. Forbes Georgia მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ბიზნეს-ეკონომიკური ჟურნალის – Forbes-Media N.Y.-ის ლიცენზირებული, ყოველთვიური გამოცემაა. ჟურნალს გამოსცემს სს „Media Partners“ Forbes Media LLC NY სალიცენზიო ხელშეკრულების საფუძველზე. ჟურნალი 2011 წლის დეკემბრიდან გამოდის საქართველოში.

ჟურნალ Forbes-ის დევიზია „კაპიტალისტის ხელსაწყო“ და თითქმის საუკუნეა, რაც ეს ბრენდი ყოველდღიურად განამტკიცებს მეწარმეების საუკეთესო მრჩევლისა და მეგობრის სტატუსს. მისი ქართული გამოცემა აგრძელებს მედიაბრენდის საუკუნოვან ტრადიციას და ქართული ბიზნესსამყაროს ყველაზე გავლენიან არბიტრად გვევლინება.

მსგავსი პოსტები

Back to top button