მნიშვნელოვანისიახლეები

შესაძლოა, ძირითადი მოხმარების პურზე ფასები შემცირდეს

საქართველოში, დაახლოებით, 2-3 თვის ხორბლისა და ფქვილის მარაგებია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ შამუგიას განცხადებით, შესაძლოა, ძირითადი მოხმარების პურზე ფასები შემცირდეს.

როგორც მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ბოლო პერიოდში, ხორბლისა და ფქვილის ფასი შემცირდა, რაც პურის ფასის შემცირების წინაპირობაა.

„ბოლო პერიოდში ხორბალთან და ფქვილთან მიმართებაში ფასები მნიშვნელოვნად შემცირდა და შეიძლება თქვას, განსაკუთრებით, ფქვილზე. ჩვენ გვქონდა პურის მწარმოებლებთან კომუნიკაცია და ველოდებით, რომ ფქვილის ფასების შემცირება, რომელსაც ჩვენ ვაკვირდებით, უკვე აისახება პურზე და ჩვენ დახლებზე ალბათ, უახლოეს პერიოდში, კონკრეტული სახეობის პურზე, ძირითადი მოხმარების პურზე შემცირებულ ფასებს ვნახავთ,“ – განაცხადა მინისტრმა ამასთან მანვე განაცხადა რომ მივიღეთ გადაწყვეტილება ხორბლის ექსპორტის აკრძალვა ვადაზე ადრე მოვხსნათ
მისივე თქმით, გადაწყვეტილების მიზეზია ის, რომ ქვეყანაში სასურსათო უსაფრთხოების კუთხით რისკები არ არსებობს.

როგორც მინისტრი განმარტავს, ამ დროისთვის, საქართველოში, დაახლოებით, 2-3 თვის ხორბლისა და ფქვილის მარაგებია.

„შარშან, ზაფხულში მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შეგვეჩერებინა ხორბლის და ქერის ექსპორტი. ეს გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, გამომდინარეობდა იქიდან, რომ არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ქვეყანაში წარმოებული პროდუქცია მთლიანად აქ არსებულ საჭიროებებს, ადგილობრივ მოთხოვნილებას მოხმარებოდა და სასურსათო უსაფრთხოების რისკების გათვალისწინებით, ეს გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, გამართლებული იყო. შემდეგ, რამდენიმე თვეში ეს შეზღუდვა ქერთან მიმართებაში მოვხსენით და მინდა გითხრათ, რომ დღეს უკვე, არსებული ვითარების ანალიზით, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ რამდენიმე დღეში ხორბლის ექსპორტის შეზღუდვა მოვხსნათ. შესაბამისად, ამით ჩვენ ხელს შევუწყობთ ფერმებს, რომ უკვე თავისუფალ სავაჭრო სივრცეში მოახდინონ არსებული ხორბლის რეალიზაცია, ვინაიდან, არ დგას არანაირი რისკი უზრუნველყოფის ნაწილში და სასურსათო უსაფრთხოების ნაწილში. ქვეყანაში არსებობს დაახლოებით, 2-3 თვის როგორც ხორბლის და ასევე, ფქვილის მარაგი. ასევე, 3 თვის შემდეგ, ჩვენ ველოდებით ახალ მოსავალს. აქედან გამომდინარე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ხორბლის ექსპორტის აკრძალვა ვადაზე ადრე მოვხსნათ. ჩვენ ეს შეზღუდვა ივლისამდე გვქონდა განკარგულებით,“ – განაცხადა შამუგიამ.

მსგავსი პოსტები

Back to top button