სპორტი

შესაძლოა ევროპის ჩემპიონატის ფინალი ლონდონში აღარ გაიმართოს

შესაძლოა, ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის ფინალური შეხვედრის მასპინძლობის უფლება ლონდონის „უემბლის“ სტადიონს ჩამოართვან.

არის ალტერნატიული ვარიანტიც: ევრო 2020-ის ფინალი სავარუდოდ ბუდაპეშტში ჩატარდება.

ბრიტანული მედიის ცნობით, უეფა გადაწყვეტილების მოლოდინშია. იმ შემთხვევაში თუ ინგლისი კორონავირუსის გამო ვერ წარმოადგენს გარანტიას, რომ „უემბლი“ მთლიანად შეავსოს, – უეფა ფინალურ შეხვედრას უნგრეთის დედაქალაქში ჩაატარებს.

ცნობილია, რომ ბუდაპეშტში გამართულ თამაშებზე ტრიბუნები ბოლომდე ივსება; ქომაგთა რაოდენობა აქ შეზღუდული უკვე აღარ არის.

ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ აღნიშნული მოსალოდნელი გადაწყვეტილების შესახებ უკვე აცნობა ბრიტანეთის პრემიერმინისტრს, ბორის ჯონსონს. უეფა ახლა ლონდონისგან შესაბამის პასუხს და კონკრეტულ ქმედებას ელოდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button