მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

შესაძლოა უახლოეს წუთებში დედაქალაქზე საჰაერო თავდასხმა დაიწყოს

კიევში სირენები ჩაირთო, ვიდეო, სადაც გამაფრთხილებელი სირენების ხმა ისმის, სოციალურ ქსელებში ვრცელდება. მოსახლეობა ცდილობს, უკრაინის დედაქალაქი დატოვოს. ქალაქში ამ ეტაპზე პანიკა არ შეინიშნება, მობილიზებულები არიან სამართალდამცველები. მოსახლეობას ურჩევენ თავი შეაფარონ მიწისქვეშა გადასასვლელებს.
შესაძლოა უახლოეს წუთებში დედაქალაქზე საჰაერო თავდასხმა დაიწყოს.

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ რუსეთის პრეზიდენტის განკარგულებით დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში რუსული შეიარაღებული ძალების შესვლა დაიწყო. პარალელურად, მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ უკრაინის არაერთ ქალაქსა და დასახლებაში ისმის აფეთქებების ხმა და ხორციელდება სარაკეტო დარტყმები.
კიევის ბორისპოლის აეროპორტიდან მგზავრები ევაკუირებულები არიან, უკრაინული “ინტერფაქსის” ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის ინფრასტრუქტურის სამინისტრომ განაცხადა.
ევაკუაცია საერთაშორისო აეროპორტის D ტერმინალიდან განხორციელდა, რომელიც შიდა და საერთაშორისო რეისებს ემსახურება.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ დონბასში სპეციალურ სამხედრო ოპერაციას იწყებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button