სპორტი
შესარჩევის ბოლო ტურს საქართველოს ნაკრები შინ, შვედებთან გამართავს

მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურის B ჯგუფში, სადაც საქართველოს ნაკრები გამოდის, – ადგილები ეტაპობრივად ნაწილდება.
ბოლო ტურის წინ ესპანეთის ნაკრებს, რომელსაც 13 ქულა ქონდა, შვედებმა 2 ქულით გაუსწრეს. იან ანდერსონის აღზრდილებმა საბერძნეთში ბერძნებს 2:0 მოუგეს და 15 ქულით ჯგუფის ლიდერობა გაინაღდეს.
ორივე ბურთი შვედებმა საბერძნეთის ნაკრების კარში, მეორე ტაიმში გაიტანეს.
59-ე წუთზე ემილ ფორსბერგმა 11 მეტრიანი დარტყმა ზუსტად შეასრულა, ხოლო 10 წუთის შემდეგ ალექსანდრ ისაკმა ანგარიშში სხვაობა ორამდე გაზარდა.
ყატარის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ბოლო ტური, 11 ნოემბერს გაიმართება.
ბათუმის ცენტრალურ სტადიონზე საქართველოს ნაკრები ლიდერ შვედეთს მიიღებს, ათენში კი საბერძნეთი, ესპანეთის ნაკრებს უმასპინძლებს.