მნიშვნელოვანიმსოფლიოსაქართველოსიახლეები

“შეშფოთებული ვართ იმის გამო, რომ რურუა კვლავ ციხეში რჩება”

“შეშფოთებული ვართ იმის გამო, რომ გიორგი რურუა კვლავ ციხეში რჩება და საქართველოს 8 მარტის შეთანხმების სრულად შესრულებისა და რურუას გათავისუფლებისკენ მოვუწოდებთ.” – ამის შესახებ, ევროპის სახალხო პარტიის თავმჯდომარე დონალდ ტუსკი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

„ევროპის სახალხო პარტია მოელის, რომ საქართველოში მოახლოებული საარჩევნო კამპანია ამომრჩეველთა მოსყიდვის, დაშინების და ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების გარეშე ჩატარდება.

“ევროპის სახალხო პარტია მიესალმა საქართველოს მთავრობასა და ოპოზიციას შორის მიღწეულ 8 მარტის შეთანხმებას, როგორც დაძაბულობის შემცირებისკენ გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯს. შეშფოთებული ვართ იმის გამო, რომ გიორგი რურუა კვლავ ციხეში რჩება. მოვუწოდებთ 8 მარტის შეთანხმების სრულად შესრულებისა და რურუას გათავისუფლებისკენ.” – წერს დონალდ ტუსკი.

მსგავსი პოსტები

Back to top button