შეტევა ბრიუსელზე: ეჭვმიტანილის ახალი ვიდეო გავრცელდა [Photo/Video]

ბელგიის პროკურატურამ ახალი ვიდეომასალა გამოაქვეყნა, რომელზეც ბრიუსელის აეროპორტში აფეთქების მომწყობი ეჭვმიტანილია დაფიქსირებული.

ბელგიის ხელისუფლება ვარაუდობს, რომ თავდასხმაში მონაწილეობას 4 ადამიანი იღებდა, 3 კამიკაძე აფეთქების დროს დაიღუპა, ხოლო ერთი გაიქცა.

ვიდეოჩანაწერზე ჩანს, რომ ეჭვმიტანილს ზუსტად ისეთივე ღია ფერის ქურთუკი, ცისფერი პერანგი აცვია და მონაცრისფრო ქუდი ახურავს, როგორც ადამიანს, რომელიც ბრიუსელის აეროპორტში ბარგის ურიკასთან ვიდეოდაკვირვების კამერამ დააფიქსირა.

პროკურორების თქმით, ეჭვმიტანილი ზავენტემის აეროპორტის შენობიდან აფეთქების შემდეგ 7:58 გამოვიდა.

შემდეგ მან სასტუმრო Sheraton-სა და ავტოსადგომ Avis-ს ჩაუარა. აეროპორტის დატოვებისთანავე “ქუდიანმა კაცმა” ქურთუკი მოიშორა.

დილის 8:50 იგი გროტე დაალსტრაატის გზაჯვარედინსა და დე ლუვენის გზატკეცილზე შენიშნეს. შემდეგ მან დე ბრაბაკონ-ავენიუსკენ შეუხვია და რიუ დიუ ნოიეს გზაჯვარედინზე კამერების არეალიდან 9:50 გაუჩინარდა.

აეროპორტის შენობიდან გამოსვლის შემდეგ “ქუდიანმა კაცმა” 10 კილომეტრამდე ფეხით გაიარა.

ფედერალურმა პროკურორმა, ერიკ ვან დერ სიპტმა ყველას თხოვნით მიმართა, თუ ვინმემ მსგავსი ნიშნების მქონე მამაკაცი ფოტოზე ან ვიდეოზე შემთხვევით დააფიქსირა, მაშინ ბელგიიდან ან უცხოეთიდან შემდეგ ტელეფონის ნომრებზე დარეკოს: 0800 30 300, 0032 2554 44 88.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”32929″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]

მსგავსი პოსტები

Back to top button