მნიშვნელოვანიმსოფლიოსაქართველოსიახლეები

“შეთანხმება ეხებოდა პოლიტიკური მიკერძოების დაუშვებლობასაც”

“8 მარტის შეთანხმება ეხებოდა არა მარტო საარჩევნო სისტემის შეცვლას მომავალი არჩევნებისთვის, არამედ მართლმსაჯულებისა და საარჩევნო პროცესებში პოლიტიკური მიკერძოების დაუშვებლობას.” – ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში ფეისბუქზე ვიდეო ჩართვისას განაცხადა.

კარლ ჰარცელის თქმით, მას სჯერა, რომ 8 მარტის შეთანხმება წარმატებით შესრულდება.

“მართლმსაჯულების მიმართ ნდობაზე საუბრისას, მსურს კიდევ ერთი ასპექტი დავასახელო, რომელიც 8 მარტის შეთანხმებასთან არის დაკავშირებული. ამ დღეს საქართველოში მოქმედმა ყველა პოლიტიკურმა პარტიამ მიაღწია შეთანხმებას, რომელიც ეხებოდა არა მარტო საარჩევნო სისტემის შეცვლას მომავალი არჩევნებისთვის, არამედ მართლმსაჯულებისა და საარჩევნო პროცესებში პოლიტიკური მიკერძოების დაუშვებლობას. ჩემი აზრით, ეს არის პირობა, რომელიც ძალიან კარგი და მნიშვნელოვანია. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ სწორედ საარჩევნო წელს გამოირიცხოს ასეთი შემთხვევები, გაჩნდეს ნდობა და უზრუნველყოფილ იქნეს კონკურენტუნარიანი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება. ეს არის ის, რასაც ეს ქვეყანა და მისი მოქალაქეები ნამდვილად იმსახურებენ. გასული კვირების განმავლობაში მე მომეცა შესაძლებლობა, საკუთარი აზრი გამომეთქვა ამ შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებით. ვინაიდან მიმაჩნია, რომ თავად 8 მარტის შეთანხმება და მისი სულისკვეთება ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსა და საქართველოს დემოკრატიისთვის, მწამს, რომ ის წარმატებით შესრულდება.” – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

8 მარტის შეთანხმების შესრულებაზე კომენტარი გააკეთა ირაკლი კობახიძემაც. უმრავლესობის წევრი მიიჩნევს, რომ გიორგი რურუას გათავისუფლება არა ხელისუფლების, არამედ სასამართლოს საქმეა.

მსგავსი პოსტები

Back to top button