შეთქმულება და ხელისუფლების დამხობის მცდელობა – შსს-მ გამოძიება დაიწყო

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სპეციალური ბრიფინგი გაიმართა. როგორც სამსახურის უფროსის მოადგილემ ლევან იზორიამ განაცხადა, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე სახელწმიფო ხელისუფლების დამხობის და ხელში ჩაგდებისთვის შეთქმულებასთან დაკავშირებით.

“სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ღონისძიებების შედეგად და მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 315 მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს შეთქმულებას სახელწმიფო ხელისუფლების დასამხობად და ხელში ჩასაგდებად,” – განმარტა ლევაბ იზორიამ.

მისივე თქმით, დაწყებული გამოძიების ფარგლებში ჩატარდება ყველა საჭირო ოპერატიული-სამძებრო ღონისძიება და საგამოძიებო მოქმედებები. ლევან იზორიას დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმის დეტალებზე არ უსაუბრია.

უკრაინულმა ვებგვერდმა wikileaks.center-მა გუშინ თითქოსდა საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივნის გიგა ბოკერიას საუბრის სტენოგრამა გაავრცელა, რომელშიც სააკაშვილისა და ბოკერიას მიერ საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მომზადების გეგმაზეა საუბარი. როგორც ინფორმაციაშია განმარტებული, სააკაშვილსა და ბოკერიას შორის აღნიშნულთან დაკავშირებით საუბარი სტამბულის ათა-თურქის აეროპორტში 22 ოქტომბერს შედგა. სტატიაში ნახსენებია საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილიც.

რამდენად რეალურია ეს ინფორმაცია, ჯერ-ჯერობით დაუდგენელია.

მსგავსი პოსტები

Back to top button