მნიშვნელოვანისაქართველო

ბიძინა ივანიშვილის განცხადებებს პოლიტიკოსები და ექსპერტები აფასებენ

ქვეყანაში არსებული ვითარება, საპრეზიდენტო არჩევნები, სალომე ზურაბიშვილი და მისი განცხადებიბი აგვისტოს ომთან დაკავშირებით, ფარული ჩანაწერები, ხორავას ქუჩის საქმე, საერთაშორისო კვლევები და სამომავლო გეგმები – ეს იყო ბიძინა ივანიშვილთან დასმული შეკითხვების მთავრი თემები. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე სამი ტელეკომპანიის ჟურნალისტებს შეხვდა. ორსაათნახევრის განმავლობაში სხვადასხვა თემაზე საუბრის გარდა, ყოფილმა პრემიერმა „რუსთავი 2“ და არასამთავრობო სექტორი გააკრიტიკა, მან ოპონენტებზეც ისაუბრა.

3 ჟურნალისტთან სატელევიზიო ინტერვიუს დროს ქართული ოცნების თავმჯდომარემ, განსაკუთრებით დიდი დრო დაუთმო რუსთავი 2-ის კრიტიკას. უფრო კონკრეტულად, ივანიშვილმა ტელეკომპანია მინიმუმ 40-ჯერ ახსენა, მატყუარად და ნაციონალური მოძრაობის იდეების გამტარებლად უწოდა, ჟურნალისტები კი არაპროფესიონალებად მოიხსენია.

ბიძინა ივანიშვილის თითქმის ორსაათნახევრიანი ინტერვიუდან არ არის არც ერთი ფრაგმენტი, რომელშიც მმართველი გუნდი საკუთარ ლიდერს არ ეთანხმება. მათ შორის კითხვაზე, უნდა დადგეს თუ არა ფარცხალაძის პასუხისმგებლობის საკითხი, ბიძინა ივანიშვილის მსგავსად ქართულ ოცნებაშიც ამბობენ, რომ ეს ყველაფერი გამოძიებამ უნდ გადაწყვიტოს. ქვეყანაში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით კვლავ “რუსთავი 2”- ის პასუხისმგებლობაზე საუბრობს მმართველი გუნდი. სოფო კილაძე ამბობს, რომ ხდება პროპაგანდა, რომ “ქართული ოცნება” ანგრევს ქვეყანას, რაც აბსურდია.

საპარლამენტო ოპოზიციაში ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ ინტერვიუს აფასებენ და მას მწვავედ აკრიტიკებენ.
ნაციონალური მოძრაბიდან სალომე სამადაშვილის, ევროპული საქართველოდან ოთარ კახიძის და
გამოვრთე დილით „რუსთავი 2“ მაგრამ არაფერი არ შეცვლილა, ისევ უბედურებაა საქართველოში – ამის შესახებ განცხადება ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე ბაჩუკი ქარდავამ ბიძინა ივანიშვილის საპასუხოდ გააკეთა, რომელმაც თქვა, რომ თუ “რუსთავი 2” ერთი დღე გაითიშება საზოგადოება დაინახავს, რომ ყველაფერი კარგად არის.
არასაპარლამენტო ოპოზიციიდან ბაჩუკი ქარდავას და დავით უსუფაშვილის კომენტარი

პოლიტოლოგ ვახტანგ ძაბირაძის შეფასებით, ბიძინა ივანიშვილის გუშინდელი ინტერვიუდან გამოიკვეთა, რომ „ხელისუფლება და მისი უმაღლესი წარმომადგენელი მთლად ადეკვატურად ვერ აღიქვამს იმ რთულ ვითარებას, რაც ქვეყანაში რეალურად არის შექმნილი“. როგორც ვახტანგ ძაბირაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, იმის თქმა, რომ ქვეყანაში ყველაფერს „რუსთავი 2“ აკონტროლებს, უძლურების აღიარებაა.

„ბიძინა ივანიშვილს გუშინდელ ინტერვიუში არც ერთ სახელმწიფოებრივ პრობლემაზე არ უსაუბრია და არც ერთი პოზიტიური გზავნილი მისგან არ მოგვისმენია, – ამის შესახებ 23 ოქტომბრის ინტერვიუს შეფასებისას ექსპერტმა გია ხუხაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილმა ლიდერის ფუნქცია დაკარგა.

კრიტიკულია სხვა ექსპერტების პოზიციაც. ისინი ფიქრობენ, რომ ივანიშვილი საკუთარი შეცდომების მსხვერპლია და მან დაკარგა ლიდერის ფუნქცია. ექსპერტები ფიქრობენ, რომ პოლიტიკური პროცესების მედიაზე გადაბრალება, სისუსტის აღიარებაა.

მსგავსი პოსტები

Back to top button